ფრანგული ტერაქტის რუსულ კვალზე ალაპარაკდნენ

ფრანგული ტერაქტის რუსულ კვალზე ალაპარაკდნენ

პროფესიონალი ჟურნალისტების გაერთიანებული საბჭოს მოადგილე, უკრაინის საზოგადოებრივი პალატის პრეზიდენტი, ჟურნალისტური გამოძიებებისა და კვლევის კომიტეტის მოადგილე გენადი ბერეზოვსკი საკუთარ ბლოგზე საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შესაძლო რუსულ კვალზე საუბრობს.

არ არის საჭირო ველოსიპედის თავიდან გამოგონება იმისთვის, რომ გავიგოთ სად აქვს გადგმული ფესვები ფრანგული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარ ტერაქტს. პუტინი ამ დრომდე თვლის, რომ იგი მახეში გააბეს, დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერორისტების მიერ ჩამოგდებული მალაიზური თვითმფრინავით. რის შემდეგაც, თითქმის, კრახით დასრულდა უკრაინის დასავლეთში მიმდინარე ოპერაცია. მას სურდა, ამასთან დაკავშირებით, როგორმე შური ეძია. ასევე პუტინი თვლის, რომ 2014 წლის 4 დეკემბერს გროზნოში მომხდარ ტერაქტში ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ხელი ურევია. და აი, მას ფრანსუა ოლანდისთვის სამაგიეროს გადახდის საშუალება მიეცა, რუსეთისთვის მისტრალის გადაცემაზე უარის თქმის გამო.

ამით პუტინს ერთდროულად სამი კურდღლის დაჭერა შეეძლო: იგი დასჯიდა ფრანსუა ოლანდს, საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან ყურადღებას გადაატანინებდა და მსოფლიოს ყურადღებას ტერორიზმის პრობლემაზე მიაპყრობდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტებს დონბასის კრიზისზე უნდა ესაუბრათ, ოლანდმა მიიღო სახე, რომ ”ყველაფერი გაიგო”, რის შემდეგაც მან აქტიურად დაიწყო რუსეთთან პოლიტიკის შერბილების აუცილებლობაზე საუბარი. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ რადიოსთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ: ”ბატონი პუტინი არ აპირებს დასავლეთ უკრაინის ანექსიას, მან ამის შესახებ თავად მითხრა”. ასევე ოლანდმა განაცხადა, რომ ”სანქციების მოხსნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს”.

დღეს მთელი მსოფლიო მწუხარებას გამოთქვამს მოკლული ჟურნალისტების გამო. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მომხდარს სიტყვის თავისუფლების და მედიის წინააღმდეგ მომხდარი ტერაქტი უწოდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა მკაცრად დაგმო Charlie Hebdo-ზე მომხდარი თავდასხმა და მას ”ბარბაროსული შემოტევა” უწოდა. მსგავსი განცხადებებით გამოვიდა აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაქ ობამა და აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი გვიჩვენებს ტერორისტების შიშს სიტყვის თავისუფლების მიმართ.

ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაფერი თქვა სიტყვის თავისუფლებაზე, მან მწუხარება გამოთქვა დაღუპული ჟურნალისტების ოჯახების და მთელი საფრანგეთის მიმართ. პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ კრემლი გმობს ტერორიზმს.

პუტინი უკრაინის მთავრობის პირდაპირ მოსყიდვაზე გადადის შანტაჟისა და მუქარის სახით. ასევე, მის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსების მოსყიდვას ცდილობს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, პუტინი უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის მოხსნას, კიდევ უფრო დიდი პრობლემების შექმნით აპირებს, ამგვარად იგი საკუთარ თავს დაძაბულობის კერის სტატუსს მოუხსნის.

მომზადებულია obozrevatel.com -ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა