საახალწლო ღონისძიებებს წელს განსაკუთრებული ვნებათაღელვა მოჰყვა, რიგი მომღერლები საახალწლო კონცერტზე ვერ მოხვდნენ. "ჩვენ პოლიტკური ნიშნით არავინ გამოგვირჩევია. მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს. მომდევნო ღონისძიებისთვის ვაპირებთ გადაწყვეტილება მთლიანად ხალხს მივანდოთ და ვინც მათ მოსწონთ და სურთ, ის მომღერლები და ჯგუფები იხილონ სცენაზე. ამისთვის ვფიქრობთ, ხმის მიცემის სისტემის შემოღებას. საზოგადოება ვისაც დაგვიკვეთავს, მას დავიქირავებთ." - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. ქალაქის თავის ნარმანიას განცხადებას მომღერალი ბუბა კიკაბიძე გამოეხმაურა:
- სად გაგონილა, როგორ შეიძლება ასეთი რამ?! ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება. კაცო, კონცერტში ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ - არა, ეს რა მერიისა და ნარმანიას საქმეა?!
- საახალწლო კონცერტში არმონაწილეობის გამო, წელს უამრავი ხელოვანი განაწყენებული დარჩა. სხვა რა გამოსავალს ხედავთ?
- არ ვიცი, ცოტა გაუგებარი კი მგონია, მაგრა თუ სხვა გზა არ არის, ჰკითხონ მაშინ ხალხს და ასე გადაწყვიტონ რომელი მომღერალია საჭირო და რომელი - არა. თუმცა ერთი რამ არ დაავიწყდეთ, ხალხი რომელ მომღერალსაც აირჩევს, შეიძლება მან თავად თქვას უარი. მე, მაგალითად, უარს ვიტყვი! აქამდე არ უნდა მიიყვანონ საქმე და იმიტომ! სხვა ქვეყნებში იკიდება აფიშა, ვისაც უნდა მიდის, ვისაც უნდა არ მიდის! ვიცი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი არტისტი ჩემსავით იზოლირებულია! თბილისში კონცერტზე ჩემთვის ორი წელიწადია არავის დაუძახია. ამ თემაზე ლაპარაკიც არ მსურს!