ყველაფერი Charlie Hebdо-ს შესახებ: წარსული, სამიზნეში ამოღებული სატირა და ტერაქტი რედაქციაში

ყველაფერი Charlie Hebdо-ს შესახებ: წარსული, სამიზნეში ამოღებული სატირა და ტერაქტი რედაქციაში

7 იანვარს ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, მომხდარი რედაქციაზე განხორციელებული ერთადერთი თავდასხმა არ არის.

2011 წელს ყოველკვირეულმა გაზეთმა მუჰამედის კარიკატურა გამოაქვეყნა, სადაც იგი ჟურნალის რედაქტორის სახით წარმოადგინეს, ხოლო სიტყვა Charlie ”შარიათით” შეცვალეს. მაშინ უცნობმა პირებმა რედაქციას მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს.

ტერორისტულ შემოტევამდე დადებულ ბოლო ტვიტში, გამოცემამ ჯიჰადისტური დაჯგუფების ლიდერის კარიკატურა გამოაქვეყნა. თუმცა, რთულია იმის დადგენა, იქცა თუ არა აბუ ბაკრა ალ-ბაღდადის გამოსახულება ძალადობის კატალიზატორად. როგორც ცნობილია, ჟურნალის რედაქტორ სტეფან შაბრონიეს არაერთხელ მიუღია მუქარის წერილები, რის გამოც, პოლიციის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

Charlie Hebdo-ს სატირამ ფესვები ჯერ კიდევ მარია ანტუანეტას დროს გაიდგა, როდესაც ფრანგული რევოლუციის დროს, დედოფალს დასცინოდნენ. თუმცა, მაშინ ხშირად გამოგონილი ინტრიგებისა და მაქინაციების შესახებ იწერებოდა. გამოცემა მოიცავს, როგორც მემარცხენე რადიკალიზმს, ასევე პროვოკაციულ სატირას, რომელიც ხშირად უხამსობის ზღვარზე გადის. XVIII საუკუნეში დაცინვის ობიექტი სამეფო ოჯახი იყო. დღეს სატირიკოსები უკვე პოლიტიკოსებზე, ბანკირებსა და რელიგიურ მოღვაწეებზე ნადირობენ, ხოლო სატირას საფუძვლად რეალური მოვლენები და ადამიანები დაედო.

თუკი გამოცემის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ გაზეთი ვერ დაიკვეხნიდა დიდი ტირაჟებით. 1981 წელს რედაქცია იძულებული გახდა, 10 წლით დაეხურა გაზეთი, არასაკმარისი სახსრების გამო.  დღესდღეობით, Charlie Hebdo ყველა საგაზეთო დახლზე იყიდება. მისი პოპულარობა ფრანგების კარიკატურებისა და კომიქსებისადმი დიდი სიყვარულით არის განპირობებული.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა