ფრანგულ ჟურნალზე თავდამსხმელი ძმები შერიფ და საიდ კუაშები მოკლულია

ფრანგულ ჟურნალზე თავდამსხმელი ძმები შერიფ და საიდ კუაშები მოკლულია

ჟურნალ "Charlie Hebdo"-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები შერიფ და საიდ კუაშები ქალაქ დამარტენ-ან-გოელში შტურმის დროს დაიღუპნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სპეცოპერაცია საფრანგეთის ქალაქ დამარტენ ან გოელში დღეს დილით დაიწყო. სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს ერთ-ერთი შენობის საწყობს, სადაც სავარაუდოდ, "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები - შერიფ და საიდ კუაშები მიიმალნენ.

არსებული ინფორმაციით, მათ ერთი ქალი ჰყავთ მძევლად აყვანილი. შენობის შტურმი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელების ლიკვიდაციით დასრულდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა