საფრანგეთის პოლიცია ტერორისტის თანამზრახველ ქალს ეძებს, რომელმაც გაქცევა შეძლო

საფრანგეთის პოლიცია ტერორისტის თანამზრახველ ქალს ეძებს, რომელმაც გაქცევა შეძლო

საფრანგეთის პოლიცია ვინსენსის გარეუბანში მდებარე მაღაზიაში შეჭრილი ტერორისტის თანამზრახველ ქალს, ჰაიათ ბუმედინს ეძებს, რომელმაც გაქცევა შეძლო.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰაიათ ბუმედინი ეჭვმიტანილია გუშინ ატეხილ სროლაში, რომლის შედეგად პოლიციელი ქალი დაიღუპა.

ფრანგული მედიის ბოლო მონაცემებით, ვინსენსის გარეუბანში მდებარე ქაშერულ მაღაზიაში ოთხი მძევალი დაიღუპა. ასევე გარდაცვლილია მაღაზიაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი პოლიციელი. AFP-ის ცნობებით, მძიმედ არის დაჭრილი ოთხი ადამიანი.

ვინსენსის გარეუბანში, სადაც ტერორისტმა მძევლები აიყვანა და დამარტენ-ან-გოელში, სადაც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ, შტურმი ერთდროულად დაიწყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, ძმები შერიფ და საიდ კუაშები პოლიციელების მიერ იქნენ მოკლული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა