პარიზში, კვირას ერთიანობის მხარდასაჭერი მიტინგი გაიმართება, რომელში მონაწილეობასაც ევროპული ქვეყნების ლიდერები მიიღებენ. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა, რომელიც "ფრანგული ღირებულებების დასაცავად" მიტინგზე გამოვა, ღონისძიებაში მონაწილეობას გეგმავენ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი და სხვა ლიდერები. ღონისძიებაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვეს ასევე ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებმა - ჟან-კლოდ იუნკერმა და მარტინ შულცმა.