ყველაზე ემოციური და მაშტაბური - რას ნახავს მაყურებელი "ნიჭიერის" ფინალში

ყველაზე ემოციური და მაშტაბური - რას ნახავს მაყურებელი "ნიჭიერის" ფინალში

"რუსთავი2"-ზე  13 იანვარს "ნიჭიერის" ფინალური შოუ გაიმართება.

"ამბები.გე" ფინალის რეპეტიციას დაესწრო. სანახაობა, რომელსაც ფინალისტები 13 იანვარის ღამეს წარმოადგენენ, მაყურებელზე უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენს. საინტერესო ის არის, რომ კონკურსანტები ძალიან განსხვავდებიან ჟანრობრივად ერთმანეთისგან, შესაბამისად, თავის სფეროში ყველა მართლაც ნიჭიერია. შეზღუდული შესაძლებლობების პირებისა და უცხოელი კონკურსანტების ინტეგრირება შოუს გაცილებით უფრო ემოციურსა და მასშტაბურს ხდის. რეპეტიციაზე ნანახმა მოლოდინს მართლაც გადააჭარბა, ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, მაყურებელს ფავორიტის არჩევა ნამდვილად გაუჭირდება. დღესვე შევიტყვეთ ისიც, რომ გულშემატკივარს ხმის მიცემა ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე შეუძლია. კონკურსანტების შესაბამისი ნომრები "რუსთავი2"-ის ეთერისა და "ნიჭიერის" ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მეშვეობით ძალიან მალე გახდება ცნობილი.

ვანიკო თარხნიშვილი:

პირდაპირ და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთ ტელევიზიას ახალი წლის ღამეს არ ექნება ისეთი შოუ, როგორიც "რუსთავი2"-ს. ყველა ფინალისტი უმაგრესი და გადასარევია. პირობას ვდებ და ქვა მესროლოს იმ ტელევიზიამ, რომელსაც უკეთესი შოუ ექნება. ზოგადად, "ნიჭიერის" არცერთი გასული სეზონის ფინალი ასეთი სანახაობრივი და გრანდიოზული არ ყოფილა.

გიორგი ყიფშიძე:

ფინალისტებს ისეთი ნომერი აქვთ, შოკირებული ვარ. საერთოდაც, ხომ ვაკვირდებოდი კონკურსანტების სვლას ფინალისკენ, ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, ახლა რაღა უნდა გააკეთონ მეთქი, მაგრამ ფინალის რეპეტიციას რომ დავესწარი, მივხვდი - ნიჭიერი ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა. ძალიან მაგარი ფინალი იქნება!

გიორგი ხაბურზანია:

ასეთი რანგის ფინალი, ასეთი განსხვავებული, სანახაობრივი და ამდენი ნიჭიერი კონკურსანტით დაკომპლექტებული, არასდროს, არცერთ შოუში გვქონია. მუსიკალურად, ქორეოგრაფიულად და შინაარსობრივად უმაღლესი ხარისხის სანახაობა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში სტანდარტი ამაღლდა და "რუსთავი2" ამ მხრივ არის ავანგარდში. ყოველგვარი უტრირების, სადღეგრძელოების და გაფეტიშების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან ნიჭიერი ერი ვართ. მეამაყება, რომ ამდენ ქართველს ეძლევა საშუალება, ნიჭი ასეთი მასშტაბებით გამოავლინოს, ეს "ნიჭიერის" მთავარი დანიშნულებაა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება