პარიზში მძევლების აყვანაში ეჭვმიტანილმა ქალმა თურქეთისა და სირიის საზღვარი გადაკვეთა

პარიზში მძევლების აყვანაში ეჭვმიტანილმა ქალმა თურქეთისა და სირიის საზღვარი გადაკვეთა

პარიზში, მძევლების აყვანაში ეჭვმიტანილმა ქალმა ჰაიათ ბუმედიენმა თურქეთისა და სირიის საზღვარი 8 იანვარს გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ეს მონაცემები თანამგზავრიდან არის მიღებული. ამგვარად, ეჭვმიტანილი შესაძლოა არ ყოფილიყო საფრანგეთის ტერიტორიაზე იმ დროს, როდესაც ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 2 იანვარს ბუმედიენმა მადრიდი-სტამბულის რეისზე ბილეთები დაჯავშნა. ცნობილი გახდა, რომ ის არაოფიციალურ ქორწინებაში იყო ამედი კულიბელთან, რომელიც გუშინ პორტ-დე-ვენსენში კოშერული მაღაზიის შტურმის დროს მოკლეს.

გუშინ ვინსენსისა და დამარტენის გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად პოლიციამ სამი ტერორისტი - ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდამსხმელები ძმები საიდ და შერიფ კუაშები და ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი ამედი კულიბელი გაანადგურა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა