გერმანული გამოცემა Bild - აშშ-სა და ბრიტანეთის სპეცსამსახურები ტერაქტების ახალ სერიას ელოდებიან

გერმანული გამოცემა Bild - აშშ-სა და ბრიტანეთის სპეცსამსახურები ტერაქტების ახალ სერიას ელოდებიან

ევროპაში ახალი ტერორისტული აქტებია მოსალოდნელი. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი აშშ-ისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურებში სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემა ამტკიცებს, რომ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა შეძლეს მოესმინათ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელთა სატელეფონო საუბრისთვის, რომლის დროსაც ექსტრემისტები იმაზე საუბრობდნენ, რომ საფრანგეთში რაც ამ დღეებში მოხდა, ევროპაში ტერორის ტალღის დასაწყისია.

გამოცემის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრების საუბრიდან ასევე გაირკვა, რომ ტერორისტები ევროპაში დევნილის სტატუსით მოხვდებიან. ბრიტანულმა დაზვერვამ კი, თავის მხრივ, ევროპელი პარტნიორები საჰაერო ტრანსპორტში მოსალოდნელ ტერაქტებთან დაკავშირებით გააფრთხილა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა