გაეროს მონაცემებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სულ მცირე 4 808 ადამიანი დაიღუპა

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სულ მცირე 4 808 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად აპრილიდან მოყოლებული სულ მცირე 4 808 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ მონაცემებს გაერო აქვეყნებს. გაერო-ს ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში 10 468 ადამიანი დაშავდა.

როგორც გაერო-ს ანგარიშშია აღნიშნული, დაღუპულთა რაოდენობაში ითვლება მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებიც. გაერო-ს ბოლო მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ამ დროისთვის 5,2 მილიონი ადამიანი რჩება, რომელთაგან 1,4 მილიონი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა