გასული საუკუნის 30-40-იან წლებში შექმნილი ქუდების კოლექცია მაია რჩეულიშვილის გარდერობიდან

გასული საუკუნის 30-40-იან წლებში შექმნილი ქუდების კოლექცია მაია რჩეულიშვილის გარდერობიდან

ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეუღლის, მაია რჩეულიშვილის ქუდების გალერეას აქვეყნებს.

"საოცრებას გაჩვენებთ: თამარ ახვლედიანის ქუდების მაიასათვის დატოვებული კოლექცია - თამარი საბჭოთა კავშირის მინისტრის, მაიას ბაბუის ელიზბარ მინდელის მეუღლე იყო, მათთან იზრდებოდა მაია მოსკოვში სანამ 14 წლის შესრულდა და თბილისში დაბრუნდნენ. კოლექცია შექმნილია გასული საუკუნის 30-40 წლებში.

ქუდები მოსკოველი მექუდეებისაა. მოსკოვში ეს ტრადიცია არ დაკარგულა კომუნისტების დროსაც - საუკეთესო მკერავები ჰყავდათ, რომელთა ტრადიცია პარიზიდან მოდიოდა - ისევე, როგორც რუსი იუველირების - ფაბერჟე და სხვები.

უზადო გემოვნების არიან ჩვენი ოჯახის (მაიას ხაზით) ქალები თაობიდან თაობამდე: თამარ ახვლედიანი და ლამარა (მაიას დედა), მაია, ნინო დარასელი, თუმცა პროფესიონალი დიზაინერები არ იყვნენ, მაგრამ ჩაცმის კულტურითა და გემოვნებით ყოველთვის გამოირჩეოდნენ.

მაიას პრობლემაა, როგორ დატოვოს თავისი კოლექციები ისე, რომ არ დანაწევრდეს - კატოზე, მარიტაზე და ზაძაზე და მაია მაევსკაიაზე რომ გაყოს (ჩემს პატარა გოგოებს როგორ მოუხდებოდათ წარმოიდგინეთ!), კოლექცია დაიშლება. ამიტომაც ალბათ ასეთი სილამაზე რომელიმე მუზეუმში უნდა გადავიდეს (ალბათ თავად მაია შექმნის) და ეს ახალი საფიქრებელი გამოგვიჩნდა. ერთი სიტყვით ჯერ გაძარცვული "ცენტრ-პოინტის" დავალიანებებს მივხედავთ და მერე უამრავ სხვა ოჯახურ საქმეს: უფალმა გვიშველოს!", - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.

ყოფილი დეპუტატის პოსტს არაერთი კრიტიკული კომენტარი მოჰყვა:

- ცინიზმია თქვენი მარიაჟობა, ბატონო ვახტანგ. ლამაზად ჩაცმის შესაძლებლობა სულად არ საჭიროებს აფიშირებას. მეტი მოკრძალება გმართებთ თქვენი მევალეების პატრონს.

ვახტანგ რჩეულიშვილი: ქალბატონი "ცენტრ-პოინტის" პრობლემებიდან გამომდინარე გაღიზიანებულია (შეიძლება სავსებით სამართლიანაც), მაგრამ ეს პუბლიკაცია იმას ამტკიცებს, რომ ოჯახის ქონება და ცხოვრების სტილი "ცენტრ-პოინტმა" არ განაპირობა და ფინანსური სიძლიერის ბაზა წინა თაობებმა შექმნეს - როგორც მაიას ოჯახმა, ასევე მამაჩემმა - შალვა რჩეულიშვილმა. ნუვორიშებისაგან განსხვავებით, ვინც ფულზე გიჟდება, ფულის შოვნა კომპანიისა და ოჯახის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა - მთავარი წარმატებული საქმიანობაა: ელიზბარი დიდი მშენებელი იყო, ოთარი - დიდი ენერგეტიკოსი, მამა - დიდი ადვოკატი, ხოლო მაიას მილიონი მ2 აქვს აშენებული! ყველა სიძნელე დროებითია და ყველა ვალი გასტუმრდება - მთავარია არ შეუშინდე სიძნელეებს! წარმატებული ყოფილიყოს ეს ახალი წელი მთელი საქართველოსათვის".

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ვახტანგ რჩეულიშვილმა სასამართლოში გამარჯვება ბეგაშვილისა და წკრიალაშვილის გარემოცვაში აღნიშნა

თაღლითური სამშენებლო კომპანიები თბილისში, რომლებმაც ასობით ადამიანი აზარალეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს