თბილისს პოპულარული დიჯეი ამე ეწვევა

თბილისს პოპულარული დიჯეი ამე ეწვევა

კლუბური ცხოვრება თბილისში დღითიდღე აქტუალური ხდება. ელექტრონული მუსიკის კულტურაც დაიხვეწა და ამ ჟანრს უამრავი მიმდევარი ჰყავს. ვისაც სურს, კლუბურ მუსიკას ახალი წლის ღამითაც მოუსმინოს, ძველით ახალ წელს კლუბური მუსიკის მოყვარულებს სურპრიზი ელით, - საქართველოს ცნობილი მუსიკალური დიჯეი, ამე ეწვევა. დიჯეი ამე საქართველოში ერთხელ უკვე იმყოფებოდა, მან "კაზანტიპზე" დაუკრა.

"ამბები.გე"-ს პროექტის ორგანიზატორი ნიკა ქობულაშვილი ესაუბრა:

- ამე ამჟამად ყველაზე წარმატებული მუსიკალური დიჯეია მსოფლიოში. ის რეიტინგით საუკეთესო დიჯეების სამეულშია. ის ყველაზე წარმატებული ლეიბლის "ინერვიჟენის" წარმომადგენელია, ამ ლეიბლში შედის მსოფლიოს წამყვანი დიჯეები, მათ შორის ამე და დიქსონი. "რეზიდენტ ედვაიზერ" არის პროექტი, რომელიც ყოველწლიურად ატარებს კონკურსებს და იქ ფასდებიან დიჯეები.

- რითი იქნება გამორჩეული ეს საღამო?

- ამე განსაკუთრებული დიჯეია, რომელიც თბილისში არასოდეს ყოფილა. საღამო გაფორმებული იქნება ასევე მუსიკალურად, ვიზუალურ შოუსაც ვთავაზობთ მსმენელს. ბოლო ორი წლის მანძილზე ძალიან კარგი დიჯეები ჩამოვიდნენ საქართველოში და ერთ-ერთი იქნება ეს საღამო. სამომავლოდ დიქსონის ჩამოყვანაც იგეგმება. მე თვითონ ვიცნობ ამეს და თავად შევთავაზე თბილისში ჩამოსვლა. გაიზარდა ელექტრონული მუსიკის მსმენელთა რიცხვი საქართველოში და უამრავ საინტერესო პროექტს ვთავაზობთ მათ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება