"ისლამური სახელმწიფოს" ჰაკერებმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების twitter-ი და Youtube გატეხეს

"ისლამური სახელმწიფოს" ჰაკერებმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების twitter-ი და Youtube გატეხეს

"ისლამური სახელმწიფოს" ჰაკერებმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების twitter-ი და Youtube გატეხეს. ამის შესახებ ინფორმაცის "ბიბისი" ავრცელებს. "ალაჰის სახელით, რომელიც ყველაზე მოწყალეა, კიბერ ხალიფატი აგრძელებს კიბერჯიჰადს. ამერიკელო სამხედროებო, ჩვენ მოვდივართ, ფრთხილად იყავით", - ასეთი შეტყობინება დატოვეს "ისლამური სახელმწიფოს" ჰაკერებმა აშშ-ის შეიარაღებული ძლების "ტვიტერზე". ჰაკერები ასევე დაემუქრნენ ამერიკელი სამხედროების ოჯახებს.

"ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების twitter-ისა და Youtube-ზე კიბერთავდასხმა სწორედ იმ მომენტში განხორციელდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი კიბერუსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოდიოდა. თეთრი სახლის პრესსპიკერს ჯოშ ერნსტის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება უკვე იძიებს კიბერთავდასხმის ფაქტს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა