თეთრი სახლი - ობამას ადმინისტრაციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც სოლიდარობის მარშში მონაწილეობა არ მიიღო

თეთრი სახლი - ობამას ადმინისტრაციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც სოლიდარობის მარშში მონაწილეობა არ მიიღო

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეცდომა დაუშვა, რომ პარიზში გამართულ სოლიდარობის მარშში მონაწილეობისთვის ამერიკელი მაღალჩინოსანი არ გაუშვა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნსტმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ უფრო მაღალი რანგის წარმომადგენელი უნდა გაგვეშვა პარიზში", - განაცხადა ჯოშ ერნსტმა. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს სურდა მარშში მონაწილეობა, ვითარება რომ სხვაგვარი ყოფილიყო. როგორც ჯოშ ერნსტმა განაცხადა, სოლიდარობის მარშში მონაწილეობის დაგეგმვა თეთრს სახლში 35 საათით ადრე დაიწყეს და საკმარისი დრო არ იყო პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად."პრეზიდენტის ყველა ვიზიტი გაცილებით ადრე იგეგმება და უსაფრთხოების უზადო ზომებს ითვალისწინებს", - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა. კვირას, პარიზში გამართულ სოლიდარობის მარშში 1,6 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მსოფლიოს 40-ზე მეტმა ლიდერმა.

CNN-ის ინფორმაციით, კვირა დღე აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გაატარა, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი დელავერში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა. რაც შეეხება პარიზში მყოფ აშშ-ის გენერალურ პროკურორს ერიკ ჰოლდერს, CNN-ის ცნობით, სოლიდარობის მარშს არც ის დასწრებია. აშშ-ს გენერალური პროკურორი პარიზში უსაფრთხოების თემაზე გამართულ სხდომებში იღებდა მონაწილეობას.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა