"გვაჩვენებს ორი ადამიანი არანორმალურად სევდიან ისტორიას"

"გვაჩვენებს ორი ადამიანი არანორმალურად სევდიან ისტორიას"

"ნიჭიერის" ფინალში ქეთი ზაზანაშვილისა და თემო არაბიძის წყვილმა სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. მათი ემოციური და ექსპრესიული ნომრის შემდეგ მაყურებელი და ჟიური კონკურსანტებს ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტები დიდხანს არ შეწყვეტილა.

ნიკა გვარამია: "მე ვარ ძალიან გულაჩუყებული, მაგრამ არა იმის გამო რომ დავინახე ადამიანი ეტლში, როგორ ცდილობს რომ იცეკვოს, მე გულაჩუყებული ვარ იმის გამო რაც ვნახე, როგორ უმაღლესი მონდომებით, ნიჭიერებით და უმაღლესი გრძნობით, გვაჩვენებს ორი ადამიანი არანორმალურად სევდიან ისტორიას".

ჭოლა: "ადამიანის შინაგან ძალას ეტყობა არა აქვს საზღვარი. ყველაფერი შეუძლია ადამიანს და ეს თქვენ დღეს დაამტკიცეთ".

ია ფარულავა: "ყველანაირი სენტიმენტების გარეშე, მეც მინდა ტირილი, მაგრამ ვერ ვიტირებ მაკიაჟი გამიფუჭდება... ეს იყო საოცარი სანახაობა. ამ ეტლით ამდენი ხრიკი გააკეთოს ადამიანმა ეს ხომ თითქოს წარმოუდგენელია".

ნანუკა ჟორჟოლიანი: "თემო, შენ ეს შეძელი და იმიტომ ხარ ძალიან კარგი ბიჭი, კიდევ უფრო მაგარი გოგოა ქეთი, რომ არა ქეთი შენ ამას ვერ შეძლებდი და შენ არ იქნებოდი დღეს ნიჭიერში. მე მინდა რომ ბევრი ქეთი იყოს ჩემს ქვეყანაში, იმიტომ რომ ბევრმა თემომ შეძლოს საზოგადოებაში დაბრუნება".

ნახეთ: "ნიჭიერის" გამარჯვებულები გახდნენ ქეთი და თემო.

ნომერი, რომელმაც "ნიჭიერის" ჟიური და მაყურებელი ფეხზე დააყენა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება