კიევში აქცია - "მე ვარ ვოლნოვახა" გაიმართება

კიევში აქცია - "მე ვარ ვოლნოვახა" გაიმართება

"მე ვარ ვოლნოვახა", - ამ სახელწოდების აქცია იგეგმება კიევში კვირას, რათა პატივი მიაგონ დონეცკში, ვოლნოვახაში, ავტობუსის აფეთქების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს. უკრაინული მედიის ცნობით, სოლიდარობის მარშის ჩატარება კიევის დამოუკიდებლობის მოედანაზე სოციალურ ქსელში დაიგეგმა. ორგანიზატორები მარშში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსაც.

აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას მიმართავენ, სოლიდარობის მარშში მსოფლიო ლიდერებიც მოიწვიოს. დონეცკში, ვოლნოვახთან "ბოევიკებმა" სამგზავრო ავტობუსს საარტილერო ჭურვი ესროლეს, რის შედეგაც 13 ადამიანი დაიღუპა, 15-ზე მეტი კი დაიჭრა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა