ნიგერია და საფრანგეთი: ტერორისტების ორი მსხვერპლი და მსოფლიოს განსხვავებული რეაქციები

ნიგერია და საფრანგეთი: ტერორისტების ორი მსხვერპლი და მსოფლიოს განსხვავებული რეაქციები

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მთელი მსოფლიო გაერთიანდა, რათა ქვეყნისთვის საკუთარი მწუხარება გამოეხატა, კიდევ ერთხელ დაეგმო ტერორიზმი და ხაზი გაესვა რელიგიური ექსტრემიზმის მავნებლობისთვის.

თითქმის, იმავე დროს, დაახლოებით, 10 წლის გოგონამ ნიგერიაში თავი აიფეთქა, ტერორისტულ აქტს "BringBackOurGirls"-ის ქვეყანაში 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერი აფეთქება ქალაქ მაიდუგურის ბაზარში მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე, არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ ამ ტერაქტის უკან რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "ბოკო ჰარამი" დგას. დაჯგუფება, რომელმაც 2014 წლის 14 აპრილს, ნიგერიის აღმოსავლეთ ნაწილში, სკოლა-ინტერნატის 270 აღსაზრდელი გოგონა გაიტაცა.

ნიგერიის ქალაქ ჯოსის არქიეპისკოპოსმა, დასავლეთის ქვეყნები ნიგერიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გულგრილობაში დაადანაშაულა და ურჩია, რომ სერიოზულად მოკიდებოდნენ ისლამური დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" მუქარებს. გარდა ამისა, მან საერთაშორისო საზოგადოებებს მოუწოდა, "ბოკო ჰარამთან" დაკავშირებით ისეთივე ერთიანობა გამოიჩინონ, როგორც საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნიგერიის მთავრობამ განაცხადა, რომ ისლამისტებმა ქალაქი ბაგა აიღეს და მისი უდიდესი ნაწილი გადაწვეს. აღსანიშნავია, რომ დაჯგუფება "ბოკო ჰარამი" მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. დაჯგუფების ბოლო შემოტევას 2 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, ამ ინფორმაციას ტაბლოიდების პირველ გვერდებზე ვერ გადააწყდებით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა