ირინა შეიკი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს დაშორდნენ

ირინა შეიკი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს დაშორდნენ

რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი და მადრიდის რეალის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ესპანური გაზეთი El Mundo იტყობნება. თუმცა, არც ერთ მათგანს თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ პოპულარული წყვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ 2011 წლიდან ხვდება, თუმცა რონალდუსა და ირინას ოფიციალური ქორწინება არ აკავშირებთ. პრესაში მათი დაშორების შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირინა არ დაესწრო "ფიფას" ორგანიზებულ, ციურიხში გამართულ "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალს, სადაც კრიშტიანუმ გამარჯვება მოიპოვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება