ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ბელგიის ქალაქ ვერვიეში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, სამი ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას ამის შესახებ რადიოსადგური "RTL" პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალება თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქის ცენტრში ისმოდა ავტომატური იარაღიდან გასროლის ხმები. სპეცოპერაციის შედეგად, ასევე, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, კონკრეტული ციფრი არ სახელდება. ამ დროისთვის ინფორმაციაში სხვა დეტალების შესახებ არაფერია ნათქვამი.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა