"ოქროს ჟოლომ" ნომინანტები დაასახელა - წლის ყველაზე ცუდი ფილმები და მსახიობები

"ოქროს ჟოლომ" ნომინანტები დაასახელა - წლის ყველაზე ცუდი ფილმები და მსახიობები

ცნობილი გახდა 2015 წლის ”ოქროს ჟოლოს” ნომინანტების სია. ”ოქროს ჟოლო” უკვე 35-ე წელია ტარდება და მიზნად ისახავს წლის განმავლობაში გამოსული ყველაზე ცუდი ფილმების გამოვლენას. ”გამარჯვებულები” ირონიულად ”ოსკარის” ცერემონიის წინა დღეს ვლინდებიან. წლების განმავლობაში ”ოქროს ჟოლო” დამსახურებული და პატივსაცემი მსახიობებისთვის და რეჟისორებისთვის მიუნიჭებიათ, თუმცა წელს თითქმის ყველა ნომინაცია დამსახურებულადაა დასახელებული.

ნომინაციებში ცვლილებაა, დაემატა ახალი კატეგორია ”ოქროს ჟოლოს გაპატიოსნებული არტისტი", რაც გულისხმობს იმას, რომ წარსულში გამარჯვებული ადამიანის რეაბილიტაცია მოხდა, მან წარსული შეცდომები გამოისყიდა.

წარმოგიდგენთ ნომინანტების სრულ სიას:

ყველაზე ცუდი ფილმი:

კირკ კემერონის "შობის გადარჩენა"

"ტრანსფორმერები 4"

"ლეგენდა ჰერკულესზე"

"კუ ნინძები"

"უკან მოტოვებული"

ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი

ნიკოლას კეიჯი - "უკან მოტოვებული"

კირკ კემერონი - კირკ კემერონის "შობის გადარჩენა"

კელან ლუცი - "ლეგენდა ჰერკულესზე"

სეტ მაკფარლეინი - "მილიონი შესაძლებლობა, მოკვდე დასავლეთში"

ადამ სენდლერი - "ნარევი"

ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი

დრიუ ბერიმორი - "ნარევი"

კამერონ დიასი - "სხვა ქალი"

მელისა მაკარტი - "ტემი"

შარლიზ ტერონი - "მილიონი შესაძლებლობა, მოკვდე დასავლეთში"

გაია უეისი - "ლეგენდა ჰერკულესზე"

"ოქროს ჟოლოს" გაპატიოსნებული არტისტი

ბენ აფლეკი

ჯენიფერ ენისტონი

მაიკ მაიერსი

კიანუ რივზი

კრისტენ სტიუარტი

ყველაზე ცუდი რეჟისორი

მაიკლ ბეი - "ტრანსფორმერები 4"

დერენ დოუნი - "კირკ კემერონის შობის გადარჩენა"

რენი ჰარლინი - "ლეგენდა ჰერკულესზე"

ჯონათან ლიბესმანი - "კუ ნინძები"

სეტ მაკფარლეინი - "მილიონი შესაძლებლობა, მოკვდე დასავლეთში"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება