ლეონარდო დი კაპრიო და რიანა ერთმანეთს ხვდებიან

ლეონარდო დი კაპრიო და რიანა ერთმანეთს ხვდებიან

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ბერბიჭა ლეონარდო დიკაპრიო ახალი ჭორების ქარცეცხლში გაეხვია. როგორც ირკვევა, ამჟამად ის მომღერალ რიანას ხვდება. წყვილი რამდენიმე დღის წინ გლამურულ წვეულებაზე შენიშნეს და ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მათ ერთად ხედავენ. თვითმხილველების თქმით, ლეო ყველანაირად ცდილობდა, რომ ის არ შეემჩნიათ.

40 წლის დი კაპრიო და 26 წლის რიანა ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ, დროს ერთად ატარებდნენ და მთელი საღამო ერთმანეთს კოცნიდნენ.

”ლეო და რირი ფლირტაობდნენ და ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ, წყნარ და ბნელ კუთხეში იყვნენ მოკალათებულნი და ერთმანეთის კომპანიით ტკბებოდნენ, თუმცა მეგობრებმა მაინც მოახერხეს მათი "შემჩნევა", - ყვება დი კაპრიოს ერთ-ერთი ნაცნობი.

მომზადებულია mirror.co.uk-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება