საფრანგეთის პოლიციამ ტერორისტების დახმარებაში ეჭვმიტანილი თორმეტი პირი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ტერორისტების დახმარებაში ეჭვმიტანილი თორმეტი პირი დააკავა

საფრანგეთში პოლიციამ თორმეტი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც გასულ კვირას მომხდარ ტერაქტებთან არიან დაკავშირებული. AFP-ის ინფორმაციით, თორმეტივე მათგანი ეჭვმიტანილია ტერორისტებისთვის შესაძლო ლოგისტიკური დახმარების აღმოჩენაში, რაც მათთვის იარაღის მიწოდებას გულისხმობს. "ბიბისის" ცნობით, პოლიციამ რეიდი პარიზთან ახლოს მდებარე ხუთ ქალაქში ჩაატარა. გასულ კვირას საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 7 იანვარს ჟურნალ "შარლი ებდოზე" განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა იემენში მოქმედმა "ალ ქაიდას" დაჯგუფებამ აიღო.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა