ლიკა ქორქია: "ორ ადამიანთან დამაწყვილეს''

ლიკა ქორქია: "ორ ადამიანთან დამაწყვილეს''

ტელეწამყვანი ლიკა ქორქია ჭორების მოყვარულებმა ხან ლევან როსტოშვილთან დააწყვილეს და ხან ნინო ბურჯანაძის შვილის - ანზორ ბიწაძის შეყვარებულიაო, - ამბობდნენ. ორივე ჭორი ჭორად დარჩა. ლიკას ამჯერად მსახიობ ლევან ხურციასთან ერთად ''რუსთავი 2''-ზე გათამაშება მიჰყავს.ამბობს, რომ ლევანის თაყვანისმცემლებს და ჭორების მოყვარულებს, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან მათ შორის არაფერი ხდება. სილამაზის დამსახურებით რამდენიმე ფილმშიც ითამაშა. მათ შორის იყო ''სეზონი''. ამჯერად კი გიორგი კიკალეიშვილის ფილმ ''ახალ წელს დაკარგულებში'' თამაშობს

- ლიკა, უკვე მეორედ გადაგიღეს ფილმში. მსახიობობა შენი მეორე პროფესია გახდა?

- ცოტა მერიდება ამ ყველაფერზე საუბარი. სულ ვამბობ, არ ვარ მსახიობი და ძალიან კრიტიკულად ნუ შემაფასებთ-მეთქი, მაგრამ არის მეორე მხარეც. თუ არ გინდა, რომ გაგაკრიტიკონ, მაშინ საერთოდ რატომ თამაშობ? პირველ ფილმში მონაწილეობაზე ინტერესის გამო დავთანხმდი, მეორე კი გასართობი ფილმია, ბევრი კარგი სიმღერით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საათნახევარს ამ ფილმთან ერთად პოზიტიურად გაატარებენ მაყურებლები. რაც შეეხება ჩემს გმირს განსაკუთრებული არაფერი არ იყო შესასრულებელი. როლს გულით და სულით მივუდექი. შევეცადე ყველაფერი კარგად გამეკეთებინა და თუ არ გამომივიდა, დიდი ბოდიში.

- მსახიობობა ალბათ ძალიან შეგიყვარდა...

- მგონია, რომ რამეს თუ აკეთებ, ძალიან მაგრად უნდა გააკეთო. ჩემ პროფესიასთან არაფერ შუაში არაა მსახიობობა. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში მსახიობობაზე ოცნებობდნენ. მსგავსი ოცნება არასოდეს მქონია.

- გადაღებებზე რა ხდებოდა?

- ის ადამიანები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც ყოველთვის და ყველგან კარგ გარემოს ქმნიან, მათთან მუშაობა და დასვენებაც ძალიან კარგი იყო. გადაღებები რაბათში მიმდინარეობდა, რამდენიმე დღით ყველამ თავი იქ მოვიყარეთ. ჩემი გმირი კონცერტის ორგანიზატორია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში უნდა გაიმართოს და ხელმძღვანელ, შონზოსთან ერთად აგვარებს კონცერტის ამბებს. ძალიან კარგად მახსენდება გადაღებების რამდენიმე დღე. სულ კურიოზები ხდებოდა და ამის გამო გადაღებები გადაიდებოდა ხოლმე. ყველა ერთობოდა და ფანტასტიკურ ხასიათზე იყვნენ. ხანდახან რეჟისორი ჩხუბობდა კიდეც, მაგრამ ბოლოს ყველაფერს მობილიზაცია გაუკეთეს. ფილმი გადაღებულია სამ კვირაში. თავიდან რომ მითხრეს, ახალ წლამდე ყველაფერი უნდა მოვასწროთო, ცოტა გამიკვირდა. საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დამთავრდა.

- მითხარი, მსახიობობაზე არასდროს მიოცნებიაო, რა პროფესია გაქვს?

- სამედიცინო ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული. ჟურნალისტიკასთან ძალიან ბევრი წელი მაკავშირებს. დაახლოებით თექვსმეტი წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე მუშაობა ტელეკომპანია ''202''- ში, მერე იყო ''რუსთავი 2'' და ''საზოგადოებელი მაუწყებელი'' და ახლა ისევ ''რუსთავი 2''-ში ვმუშაობ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება