რუსეთის მოსახლეობის 70% თვლის, რომ განვითარებულ, მდიდარ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს

რუსეთის მოსახლეობის 70% თვლის, რომ განვითარებულ, მდიდარ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს

რუსეთის მოსახლეობის 70% თვლის, რომ განვითარებულ, მდიდარ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, - ამაზე "საზოგადოებრივი აზრის" ფონდის ანგარიში მეტყველებს.

სოციოლოგების მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 69% მიიჩნევს, რომ განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრობს, 66% რუსეთს მდიდარ ქვეყნად მიიჩნევს, ხოლო გამოკითხულთა 73%-მა რუსეთს თავისუფალი ქვეყანა უწოდა, მაშინ, როცა 3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 54% იყო.

გარდა ამისა, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ დანარჩენი სამყარო რუსეთს პატივს სცემს (68%) და ეშინია (86%) მისი. უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად, საგრძნობლად შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანაში კორუფციის დონე მაღალია. უახლესი მონაცემების მიხედვით, ასე მხოლოდ 66% ფიქრობს, მაშინ როცა, წლების განმავლობაში ეს მონაცემი 75%-86%-მდე მერყეობდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა