კრიშტიანო რონალდო ირინა შეიკს იმის გამო დაშორდა, რომ სუპერმოდელი დედამისის დაბადების დღეზე არ მივიდა

კრიშტიანო რონალდო ირინა შეიკს იმის გამო დაშორდა, რომ სუპერმოდელი დედამისის დაბადების დღეზე არ მივიდა

პორტუგალიური გამოცემები მადრიდის "რეალის" ფორვარდის კრიშტიანო რონალდოსა და რუსი სუპერმოდელის ირინა შეიკის დაშორების მიზეზებზე აქტიურად წერენ.

მთავარ მიზეზად კი ირინას გადაწყვეტილება სახელდება, რომელმაც კრიშტიანოს დედის, დოლორესის მე-60 დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ახალ წლამდე გამართულ წვეულებაზე მისვლა არ ისურვა. ამის შესახებ Correio da Manha წერს, რომლის ცნობით, კრიშტიანო ისე აღაშფოთა გოგონას ქცევამ, რომ მასთან ურთიერთობისთვის წერტილის დასმა გადაწყვიტა და ახალ წელსაც მხოლოდ ოთხი წლის ვაჟიშვილთან ერთად შეხვდა, რომლის დედის ვინაობა გასაიდუმლოებულია.

წყვილი ერთმანეთს 2010 წლის იანვრიდან ხვდებოდა. შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს გამართულ "ოქროს ბურთის" დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე, სადაც რონალდო ჯილდოს მესამედ დაეუფლა, ირინა შეიკი არ იმყოფებოდა, რამაც გაამძაფრა ეჭვები, რომ მათ შორის რაღაც ისე ვერ იყო...

SPORTALL.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა