მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის პირადი ცხოვრება სიმძიმებითაა სავსე, პირველი მეუღლე შეუღლებიდან ოთხთვენახევარში დაეღუპა, მალევე გაიგო, რომ ორსულად იყო.. ბიჭი გააჩინა.. რამდენიმე წლის შემდეგ შეხვდა ადამიანს, რომელსაც კვლავ დაუკავშირა ცხოვრება, მასთან გოგო შეეძინა.. მეორე მეუღლესთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული, როცა სული დალია.. საშინლად გაუჭირდა ამის გადატანაც.. თუმცა, ცხოვრება გრძელდება.. ქალბატონ ნანას ორი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ჰყავს.. მიუხედავად მისი ასაკისა, ყველაზე თავად ზრუნავს, დღემდე ძალიან აქტიურია და ცდილობს, შვილსაც და შვილიშვილებსაც ყურადღება არ მოაკლოს.
- ქართველ დედებს განსაკუთრებული ტრადიციები, ჩარჩოები გვაქვს. მშობლობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი დედა კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას იღებს და ეს კარგია, თუ არა, არ ვიცი.. რადგან ზოგჯერ, ამით თამამდებიან შვილები.. ყოველ შემთხვევაში ჩემს ოჯახში ასე იყო და არის. მე ზედმეტად ყურადღებიანი და პასუხისმგებლობით სავსე ვარ, რითაც ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი ვვნებ.. შვილებს დამოუკიდებლობას ნაკლებად ვაჩვევთ, ჩემში ეს ნაკლი არის. ბევრ რაღაცას ვიღებ საკუთარ თავზე, რაც მგონია, რომ კარგი არაა. ბავშვი პატარაობიდნავე უნდა მიაჩვიო ბრძოლას, შერკინებას და საკუთარ თავზე მეტი რაღაცის აღებას.. მე პირიქით ვიქცეოდი, ამ ყველაფერს ვაცილებდი შვილებს და საკუთარ თავზე ვიღებდი.. მეტიც, შვილების დაოჯახების შემდეგაც კი არ ჩამომიშორებია პასუხისმგებლობა. შვილიშვილების შემთხვევაშიც იგივენაირი დამოკიდებულბა მაქვს, როგორც შვილებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის ლევანიკო მყავს და 25 წლის ანი, რომელსაც უკვე ოჯახი ჰყავს და მე დიდი ბებიაც ვარ, დიდი ბებიის პირობაზე მაინც ძალიან ვაქტიურობ, ზოგჯერ საკუთარ თავთან მაქვს მონოლოგი, რომ ეს არაა საჭირო, რომ ეს არ უნდა გავაკეთო.. მხოლოდ მე კი არ ვარ კარგი დედა და კარგი ბებია, ესაა ტიპიური ქართველი ქალის მიდგომა ოჯახის და შვილების მიმართ. ლევანი შედარებით უფრო დამოუკიდებელია და ეს მომწონს.. მაინც მგონია, რომ შვილები დამოუკდიებლად უნდა აღვზარდოთ, არაა ეს იოლი, მაგრამ სასურველია, ბავშვი თავიდანვე მივაჩვიოთ დამოუკიდებლობას და არ ავიღოთ საკუთარ თავზე ისეთი რაღაცები, რაც ჩვენი გასაკეთებელი არაა..
- აღზრდის დღევანდელ მეთოდებს როგორ აფასებთ?
- დღეს ბავშვის აღზრდაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ძიძა, რადგან ქალების დიდი ნაწილი დაკავებულია და ორიენტირებულია იმაზე, რაც შეიძლება მეტი მისცეს შვილს, განათლება, სხვადასხვა წრეები და.ა.შ. ამის ფონზე დედა თითქოს იცდენს აღზრდის თემას, უფრო ყოფით საკითხებზე არიან გადასულები და ორიენტირებულები. რასაკვირველია, ეს კარგია, მაგრამ აღზრდა კიდევ სხვა მეთოდს მოითხოვს, რაც ვფიქრობ ნაკლებად აქვთ შესწავლილი დედებს, მან სულიერად უნდა მიაქციოს ყურადღება, ბავშვს ბევრი რამ უნდა ასწავლოს დედის სითბომ.. არსებობს გამონათქვამი, ბავშვი მუცელშივე უნდა აღზარდო, რომ დაიბადება უკვე გვიანაა მისი აღზრდაო, მაგრამ მთალდ ასეც არაა.. ვინაიდან ბავშვები ძირითადად ძიძებთან არიან, მათ აქვთ დიდი პასუხისმგებლობა, რომ გარკვეული წვლილი შეიტანონ აღზრდის საკითხშიც..
განაგრძეთ კითხვა