რას აკეთებენ როტედამში ერთად ნინა წკრიალაშვილი და ზალიკო ბერგერი

რას აკეთებენ როტედამში ერთად ნინა წკრიალაშვილი და ზალიკო ბერგერი

ნინა წკრიალაშვილს მოგზაურობა ძალიან უყვარს. წელიწადი ისე როგორ გავა, რომ რამდენჯერმე არ იმოგზაუროს. ახლაც ევროტურში იმყოფება, ამჟამად მისი თანამგზავრი დიზაინერი ზალიკო ბერგერია. ამის დასტურად კი თითოეული "ფეისბუქის" პირად გვერდებზე ფოტოებს ტვირთავს.

იმის დასადგენად, თუ სად იმყოფება მომღერალი ცნობილ დიზაინერთან ერთად, შევეხმიანეთ.

- ნინა, შენ და ზალიკო სად ხართ ახლა?

- როტედამში.

- ერთად დაგეგმეთ ეს ტური?

- მე და ზალიკოს ერთი ნათლული, პატარა ელისაბადი გვყავს, ანუ ერთი წლის წინ ჩვენი მეგობრების შვილი მოვნათლეთ, რომლებიც როტერდამში ცხოვრობენ. მათ დაგვპატიჟეს და რამდენიმე დღით ჩამოვედით. მოკლედ, ერთი ოჯახი ვართ. ჰოდა, ამ ჩვენს საყვარელ ოჯახთან ერთად, ერთობლივად კარგი საქმის დაწყებას ვგეგმავთ. თან, საქმეს ვაკეთებთ, თან, ვერთობით. იმედი გვაქვს, ყველაფერი გამოგვივა და მერე ჩვენ ამბებს დეტალურად შეგატყობინებთ.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება