ნატალია ყულოშვილი თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი გახლავთ, საზოგადოებამ ის სერიალიდან ''ჩემი ცოლის დაქალები'' გაიცნო, სადაც ნინო კასრაძის გმირის, მაკას შვილ ნინის თამაშობს. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სცენა, როცა შეყვარებულისგან მიტოვებული ორსული ნინი დედამ აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა. ამ თემასთან დაკავშირებით მსახიობს საკუთარი დედისთვისაც კი უკითხავს აზრი, როგორ მოიქცეო-და, მის შვილს რეალურად იგივე რომ შემთხვეოდა
- საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ძალიან მოუმზადებელი ვიყავი პროფესიის არჩევისთვის. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა, ბევრ წრეზე დავდიოდი, სულ დაკავებული ვიყავი, ვცეკვავდი, ვმღეროდი და მსახიობობის სურვილი ახირებად ჩათვალეს, რომელიც გადამივლიდა. გარდატეხის ასაკში, როცა დაბნეული, ჩამოუყალიბებელი ხარ, ღრუბლებში დაფრინავ, მით უმეტეს, რომ ძალიან მეოცნებე ადამიანი ვარ, ვერ აცნობიერებ, რომ უნდა აირჩიო პროფესია, რომელიც გიყვარს. რჩევით ჩავაბარე იურიდიულზე, ბევრმა შეიძლება, არ იცის, რომ განათლებით იურისტი ვარ, ოთხი წლის განმავლობაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრიც გავხდი, აქტივობებშიც ვმონაწილეობდი, ბოლო წელს, როცა დიპლომი უნდა ამეღო, დავფიქრდი და ჩემთვის გადავწყვიტე, ჩუმად მეცადა თეატრალურში ჩაბარება. ჩემი ოჯახის წევრებისთვის ეს შოკი იყო, მისაღებ გამოცდებამდე ორი თვე იყო დარჩენილი. მამამ დამსვა და მითხრა, რადგან მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი, გავარკვიოთ, რა როგორ ხდება, რომ კარგად მომზადებული მაინც გახვიდე გამოცდებზეო. დედა არაფერს ამბობდა, მოთმინებით მისმენდა. მოვემზადე თვენახევარი და ჩავირიცხე შიდა უმაღლესი ქულებითა და ასპროცენტიანი დაფინანსებით. დედა შინაგანად მგულშემატკივრობდა, განიცდიდა, რადგან სულ მეუბნებოდა, შენ ისედაც ძალიან ემოციური ადამიანი ხარ და ამ სფეროში რომ მიდიხარ, არ ვიცი, როგორ იქნებიო.
- პირველი მნიშვნელოვანი როლი.…
- პირველი როლი, რომელზეც მართლა ვიმუშავე და შევქმენი, იყო ''ანა ფრანკის დღიურში'' განსახიერებული პერსონაჟი, მართლა ძალიან მიყვარს სპექტაკლიც და ჩემი გმირიც. ნაწყვეტებში შესრულებული როლებიდან კი გამოვყოფდი ''სეილემის პროცესს''. ასევე გადაღებული ვარ ერთ-ერთი სტუდენტის ფილმში, რომელიც ზუსტად ვიცი, ბევრს მიაღწევს და საკუთარ გვარ-სახელს საზოგადოებას დაამახსოვრებს.
- ნატალია, ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' გაგიცანით. როგორ მოხვდი სერიალში?
- საერთოდ, კასტინგებზე სულ დავდიოდი, პირველ რიგში, გამოცდილებისთვის. მეორე კურსზე ვიყავი, როცა ერთ-ერთი პროექტის კასტინგზე გავედი, ყველა ტური წარმატებით გავიარე, დამამტკიცეს როლზე, მაგრამ ძალიან შემეშინდა, ვღელავდი, გამოცდილება არ მქონდა, მაშინ სპექტაკლზეც კი არ მქონდა ნამუშევარი და უარის თქმა გადავწყვიტე. დაიბარეს ჩემი პედაგოგი გიორგი შალუტაშვილი და სთხოვეს დახმარება, დამელაპარაკა და მისი ხა- თრით დავთანხმდი, უნდა დაიწყოს გადაღებები, მაინც მეშინია, ვნერვიულობ, არც ხელფასი მინდა, არც არაფერი და უცებ ჩავარდა პროექტი (იღიმის). უბედნიერესი ვიყავი. რაც შეეხება ''ჩემი ცოლის დაქალე-ბს'', აქაც კასტინგის მეშვეობით მოვხვდი.
განაგრძეთ კითხვა