მომღერლების არჩევნები?! ანუ როგორ უნდა გამოვლინდეს ხალხის რჩეული - ''ჩემთვის მომგებიანია ბატონი მერის განცხადება'

მომღერლების არჩევნები?! ანუ როგორ უნდა გამოვლინდეს ხალხის რჩეული - ''ჩემთვის მომგებიანია ბატონი მერის განცხადება'

ახალი წლის დღეებმა უკვე თითქმის ჩაიარა, თუმცა 31 დეკემბრის კონცერტი მაინც გასარჩევ თემად რჩება. მცირე ხნის წინ თბილისის მერი დავით ნარმანია ახალი ინიციატივით გამოვიდა - ასეთი ტიპის ღონისძიებისთვის მერი გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით შეარჩევს მომღერლებს, ანუ ვისაც მეტი რეიტინგი და ხალხის სიყვარული ექნება, ის დაიკავებს სცენას სახელმწიფო კონცერტების შემთხვევაში. ამ ინიციატივას ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. დავინტერესდით, რას ფიქრობს რამდენიმე ცნობილი სახე ამ თემაზე.

ნინო ჩხეიძე:

- ვფიქრობ, გამოკითხვის გარეშეც შესაძლებელია მომღერლის რეიტინგის გაგება, უამრავი საშუალება არსებობს ამისთვის. ისედაც ყველამ კარგად იცის, ვის რა აქვს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხალხის წყალობით, რეიტინგი სულ მაქვს და ჩემთვის მომგებიანია ბატონი მერის განცხადება, მაინც მივიჩნევ, რომ ასეთი მიდგომა არასწორია. რადგან წელიწადში ერთი-ორი კონცერტი ტარდება, ყველა მომღერალი უნდა ჩართონ და დააკავონ.

ნატო დუმბაძე, პროდიუსერი:

- რაც შეეხება ამ გამოკითხვას, არ ვიცი, არის თუ არა სადმე მსგავსი ანალოგი (იღიმის).

- როგორც პროდიუსერი, მიესალმებოდი?

- მივესალმები იმას, რომ ხალხის რჩეული უნდა გამოიკვეთოს, მაგრამ არა გამოკითხვით, არამედ მისი საუკეთესო სიმღერით, რომელსაც განსაზღვრავს წლის განმავლობაში რადიო ან მუსიკალური არხი, სადაც მოწინავე პოზიციებს დაიკავებს. აი, ეს იქნება მაჩვენებელი, რომელი მომღერალი უნდა მოხვდეს კონცერტებზე.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება