თურქეთი ევროკავშირისგან მუსლიმთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს

თურქეთი ევროკავშირისგან მუსლიმთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს

თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებში მინისტრი ვოლკან ბოზკირი შეშფოთებას გამოთქვამს ევროპაში მცხოვრებ მუსლიმთა მდგომარეობის გამო და ევროკავშირის ქვეყნებს მუსლიმთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს. ამის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" იუწყება.  ბოზკირის განცხადებით, ევროპაში უმუშევრობისა და ეკონომიკური პრობლემების გამო, მემარჯვენე რადიკალურ დაჯგუფებათა გავლენა ძლიერდება. "ჩვენ წლებია ვაკრიტიკებთ ევროკავშირს იმის გამო, რომ იქ არ იღებენ ზომებს რადიკალიზმის ზრდის წინააღმდეგ. მუსლიმები არიან ევროპის ნაწილი. ისინი იქ ცხოვრობენ და აუცილებელია მათი უსაფრთხოების დაცვა. ეს ევროპული ქვეყნების ვალდებულებაა", - განაცხადა ბოზკირმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა