უკრაინული მედია - "ბოევიკები" დასახლებული პუნქტების მიმართულებით ისვრიან

უკრაინული მედია - "ბოევიკები" დასახლებული პუნქტების მიმართულებით ისვრიან

დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ავდეევკაში "ბოევიკებმა" ცეცხლი გახსნეს დასახლებული პუნქტების მიმართულებით. უკრაინული მედიის ინფორმაციით, არიან დაჭრილები, თუმცა ამ დროისთვის უცნობია მათი რაოდენობა. არსებული ინფორმაციით, "ბოევიკებმა" დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ სჩასტიეს დასახლებულ კვარტალს, რის შემდეგად 30 ბინა დაინგრა.

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტერორისტებმა სულ მცირე 10-ჯერ გახსნეს ცეცხლი ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა