რუსმა სამართალდამცავებმა ბიზნესმენზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავეს

რუსმა სამართალდამცავებმა ბიზნესმენზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავეს

მოსკოვის ოლქში რუსმა სამართალდამცავებმა ხუთი დამნაშავე დააკავეს, მათ შორის ორი ქართველი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბიზნესმენზე თავდასხმაში. რუსული მედიის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს დანაშაულებრივი ჯგუფი თავს დაესხა ბიზნესმენს, რომელსაც 20 მილიონი რუსული რუბლი გასტაცეს. სამართალდამცავთა განცხადებით, დაკავებისას დამნაშავეთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებული იქნა მილიონ ხუთასი ათასი რუბლი, მაჯის საათების კოლექცია, ორი ძვირადღირებული ავტომობილი, რომელიც დამნაშავეებმა ნაძარცვი თანხით შეიძინეს. ბიზნესმენზე თავდამსხმელებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა