როდის დასრულდება ომი უკრაინაში?

როდის დასრულდება ომი უკრაინაში?

როდის დასრულდება ომი უკრაინაში? ეს კითხვა ყველა უკრაინელს აწუხებს, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი პუტინი არ აპირებს შეაჩეროს საკუთარი აგრესიული ქმედებები. ყირიმის ანექსიით, რუსეთმა განაგრძო ანტიუკრაინული ანექსია დონბასის ტერიტორიაზე, ხოლო თვითაღიარებული "დონეცკის და "ლუგანსკის" რესპუბლიკები რუსი ბოევიკების, დივერსიული ჯგუფებისა და ადგილობრივი პრორუსი აქტივისტების თავშეყრის ცენტრად იქცა.

გამოცემა The Guardian-ის სტატიაში, სადაც ავტორი დონბასში მიმდინარე სიტუაციას განიხილავს, აღნიშნულია, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება არ არის მხოლოდ პატარა უთანხმოება ადგილობრივ მეამბოხეებსა და უკრაინული არმიის გამოუცდელ ბატალიონს შორის. იგი გვიჩვენებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გათვლებს, რომელიც კვლავაც აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას და იმავე დროს ახშობს განსხვავებულ აზრს რუსეთში.

"უნდა გქონდეს გადახრილი გონება, იყო შეშლილი შეთქმულების თეორიებზე ან რუსეთის მხრიდან ტვინის გამორეცხვის მსხვერპლი იყო, რომ უარყო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, დონეცკისა და ლუგანსკის "რესპუბლიკების" სეპარატისტების მხარდაჭერის ფაქტი".

სტატიის ავტორის თქმით, სწორედ რუსეთის ომში მონაწილეობის გამო გრძელდება ომი ამდენი ხნის განმავლობაში. "ყოველ ჯერზე, როდესაც სეპარატისტები უკან იხევენ, როგორც ეს 2014 წლის აგვისტოში მოხდა, რუსეთი დამატებით ჯარებსა და შეიარაღებას აგზავნის". საფრთხეში, ცხადია, მშვიდობიანი მოსახლეობაა. 2014 წლის გაზაფხულიდან დაწყებული, უკრაინაში მიმდინარე ომს 4 800-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში მოწმობს.

რუსეთმა ამ დრომდე არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიიღო. მან არ გაიყვანა საკუთარი ჯარები საზღვრიდან და არ დათანხმდა საერთაშორისო დამკვირვებლების შემოყვანას კონფლიქტის ტერიტორიაზე.

"რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს საომარი მოქმედებების დასრულებით და ამ "განძისგან" გათავისუფლებით, რაც დასავლეთისთვის გახდებოდა სიგნალი, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური ბლოკადის მოხსნისთვის. ჯარის გამოყვანით რუსეთს საშუალება მიეცემოდა, შეეჩერებინა ეს "გამოუსადეგარი ომი". თუმცა, ნათელია, რომ პუტინი ამის წინააღმდეგია. ერთადერთი, რაც მას აღელვებს, ეს არის რეიტინგი", - აღნიშნავს რუსი პოლიტოლოგი ლეონიდ რასდზიხოვსკი. პოლიტოლოგი თვლის, რომ უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი რუსეთს კრახამდე მიიყვანს.

"პუტინს სურს დაამტკიცოს, რომ მხოლოდ ის წყვეტს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მის მიმართ დასავლეთის ლიდერების დამოკიდებულება. ომისა და მშვიდობის საკითხების განხილვა საჭიროა მხოლოდ მასთან. რაც უფრო მეტად მოიმწყვდევენ პუტინს კუთხეში, მით უფრო აქტიურად შეეცდება იგი კონფლიქტის ესკალაციას და უკაინელ ლიდერებთან კომპრომატების ომს", - აცხადებს ექსპერტი სტანისლავ ბელკოვსკი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა