''ნიჭიერის'' გამარჯვებულს პროექტმა სიყვარული აპოვნინა - ''გვქონდა სიძნელეები, ჩხუბი, დაძაბულობა''

''ნიჭიერის'' გამარჯვებულს პროექტმა სიყვარული აპოვნინა - ''გვქონდა სიძნელეები, ჩხუბი, დაძაბულობა''

''ნიჭიერის'' ბოლო სეზონის გამარჯვებული 13 იანვარს გამოვლინდა. თემურ არაბიძისა და ქეთი ზაზანაშვილის დუეტმა გულგრილი არავინ დატოვა და ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა მათ მიიღეს.

24 წლის თემური რამდენიმე წელია, ეტლს არის მიჯაჭვული. ქეთის პირველი მეწყვილეც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რატი იონათამიშვილი იყო. რატის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ სცენაზე თემოსთან ერთად დადგა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

- ქეთი, როგორ გრძნობ თავს გამარჯვების შემდეგ?

- დღემდე შოკში ვარ და მგონია, რომ კარგად ვერ შევიგრძენი გამარჯვების სიხარული, რადგან ვერ გავაცნობიერე, იმ წუთას რა მოხდა. მარტო ჩვენი კი არა, მთლიანად საქართველოს გამარჯვებაა, რადგან ეს შეცოდების გამო არ მომხდარა. ჩვენ ერთად შევცვალეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიმართ დამოკიდებულება და მიხარია, რომ ამის მონაწილე მეც ვიყავი.

- დარბაზი განსაკუთრებულად შეგხვდათ, თქვენი ნომრის შემდეგ ემოციებს თავადაც ვერ ფარავდი და ატირდი.

- სადღაც სხვაგან ვიყავი, მაგრამ ისიც მიხარია, რომ მონაწილეებიც ძალიან თბილად გვექცეოდნენ. ისეთი სითბო მოდიოდა, გვეხუტებოდნენ, სახეზე ეტყობოდათ, რომ ეს გულწრფელი ემოცია იყო. წამყვანებმა, ჟიურიმ, ყველამ გაიზიარა ჩვენი სიხარული და სიყვარულმა გაიმარჯვა.

- შენზე თუ მოქმედებდა ის მომენტი, რომ შესაძლოა, ვიღაცას იმიტომ დაემესიჯებინა, რომ თემო შშმ პირია.

- ადრე ვბრაზდებოდი, რატომ ვერ ხვდება ეს ხალხი, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ თანასწორებად უნდა მივიღოთ-მეთქი. შემდეგ, ჩვენს ისტორიას რომ გადავხედე, მივხვდი, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მალავდნენ ოჯახის წევრები და სახელმწიფო ასეთ ადამიანებს, რათა იდეალური საზოგადოება შეექმნათ. არ ვბრაზდები მათზე და ალბათ, იყვნენ ისეთებიც, ვინც ამიტომ დაამესიჯა, გავუგებ მათაც, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ჩვენი მესიჯი მაინც მივიდა ადრესატამდე. ვფიქრობ, მათ გონებაში გარდატეხა მოხდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება