ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს განიხილავენ

ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს განიხილავენ

ლონდონში დღეს 20-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან. "ბიბისის" ინფორმაციით, კოალიციის წევრები ასევე განიხილავენ სამხედრო დახმარების გაზრდის საკითხს მათთვის, ვინც საკუთარ ქვეყანაში ებრძვის "ისლამურ სახელმწიფოს". აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, ექსტრემისტები იმედოვნებენ, რომ თავდასხმებით კოალიციის დაშლას მოახერხებენ. "მაგრამ სინამდვილეში მათ ქმედებებს უკუეფექტი აქვს, ისინი ჩვენ გვაძლიერებს და უფრო მეტი დამაჯერებლობა გვაქვს ეს ოპერაცია ბოლომდე მივიყვანოთ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელიც ლონდონში გასამართ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში ასევე არიან დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ერაყი, იტალია, იორდანია, ქუვეითი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნიდერლანდები, ნორვეგია, ყატარი, საუდის არაბეთი, ესპანეთი, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული ემირატები. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, "ისლამურ სახელმწიფოს" ერაყსა და სირიაში შესაძლოა, 31 ათასი მებრძოლი ჰყავდეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა