ჟანა ფრისკემ ფორმაში ჩასადგომად წონაში კლება დაიწყო

ჟანა ფრისკემ ფორმაში ჩასადგომად წონაში კლება დაიწყო

პოპულარული რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე, რომელმაც წარმატებით დაასრულა თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობა, ამჟამად ძალებს აღიდგენს და სამომავლო გეგმებს აწყობს.

მომღერლისთვის პირველ ადგილზე ჯანმრთელობაა. ამჟამად ჟანა ფრისკესთვის მთავარია ფორმაში ჩადგომა და ზედმეტი წონის დაკლება, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მკურნალობისას დააგროვა, როდესაც საწოლს იყო მიჯაჭვული. ფრისკემ გაზარდა ფიზიკური დატვირთვა ვარჯიშის დროს და უკვე შესამჩნევ წარმატებასაც მიაღწია.

მომღერალს ძალიან მჭიდრო სამუშაო გრაფიკი აქვს კერძო მწვრთნელთან. ამას გარდა, ის ბევრს სეირნობს და ცურავს. ასეთი ძალისხმევა შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ფრისკე დიდ სცენაზე დაბრუნებას გეგმავს.

დაუზუსტებელი ხმების მიხედვით, ფრისკე შესაძლოა, სცენას ნახევარ წელიწადში დაუბრუნდეს.

მომზადებულია shoowbiz.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება