როგორ დაალაგა თამრიკო ჭოხონელიძემ ურთიერთობა გია როინიშვილთან დაშორების შემდეგ

როგორ დაალაგა თამრიკო ჭოხონელიძემ ურთიერთობა გია როინიშვილთან დაშორების შემდეგ

''ტრადიცია აპრობირებული წეს-ჩვეულებებია, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. ბევრმა ტრადიციამ სახე იცვალა, ზოგიერთი საერთოდ გაქრა, ზოგი კი იმდენად სავსეა პოზიტივებით, თაობებს კარგ ნაყოფს აძლევს'', - აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელსაც ტრადიციებსა და სტერეოტი პებზე ვესაუბრეთ.

- ოჯახის დანგრევის შემდეგ რამდენად შესაძლებელია მეგობრობა და ცივილიზებული ურთიერთობა?

- ამის ნათელი მაგალითი ვარ მე. ძალიან ბევრი ამბობს, რით ვერ გადახარშე შენი პირადი ცხოვრების დანგრევაო?! როდესაც შენ თვითონ ძირძველ, ფესვგამდგარ და სიყვარულით გაჟღენთილ ოჯახში ხარ გაზრდილი, ძალიან ძნელი გადასახარშია... იძულებული გავხდი, ოჯახი-დან წამოვსულიყავი, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო. იყო წლები, როცა ჩემსა და გიას შორის კამათიც მეტი იყო და წყენაც, მაგრამ ნელ-ნელა ყურადღება გადაგაქვს შვილებზე, პრობლემებზე, რომლებიც ისევ შვილებს, მათ აღზრდას, ფსიქიკის სწორად ჩამოყალიბებას უკავშირდება. ოჯახის მთელი ტვირთი საკუთარ თავზე მქონდა აღებული, ბავშვების სწავლა, ჩაცმა და ა.შ. მაგრამ ამას არავის ვამადლი.

როდესაც მჭირდებოდა კოკოსთვის იმის თქმა, მე და მამამ ერთად გადავწყვიტეთ ესა თუ ის საკითხი-მეთქი, ხშირ შემთხვევაში, ვაღიარებ, ვიტყუებოდი, მაგრამ ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ ბევრ საკითხს ერთად ვწყვეტდით. თავის დროზე ვერ მივაღწიე ისეთ ურთიერთობებს, რომ მე და გიას სხვადასხვა საკითხი ერთად გადაგვეწყვიტა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. წლებმა თავისი მოიტანა, ალბათ, შეგნებაც უფრო გაღრმავდა ჩემშიც და გიაშიც და ახლა ეს ურთიერთობები ძალიან ჩვეულებრივია. მით უმეტეს, როცა შვილი ოჯახს ეკიდება, ძნელია მარტო ''გამკლავება'', გამიჭირდებოდა მარტო ამის გაკეთება, ამიტომაც შევეცადე, გიაც ჩამერთო და ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობაც დალაგდა.

- დასასრულ, გია როინიშვილის თუმანიშვილის თეატრიდან გამოშვების შესახებაც გკითხავთ. აქ პოლიტიკურ სარჩულს ხედავთ?

- იმას, რომ გია როინიშვილს წაართვეს როლები, რომლებიც დიდმა მიშა თუმანიშვილმა მიაკუთვნა და საერთოდ, მოხსნეს თეატრიდან, პოლიტიკური საფუძველი აქვს, რაც ძალიან მწყვეტს გულს. კარგად იცით, რომ ვარ ''ქართული ოცნების'' მომხრე და არაერთ აქციაზე ვმდგარვარ, იმიტომ, რომ იმ 9 წლის განმავლობაში ბევრი რამ არ მომწონდა, ერთ-ერთი კი ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევა იყო. დღეს თუ ამას ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლები გაიმეორებდნენ, ვერ წარმოვიდგენდი... ძალიან მწყდება გული. ვსვამ კითხვას, აღარ დადგა დრო, ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთმანეთს ძალიან ვტკენთ გულს?!

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება