გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 9 დღის განმავლობაში 262 ადამიანი დაიღუპა

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 9 დღის განმავლობაში 262 ადამიანი დაიღუპა

გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ბოლო 9 დღის განმავლობაში 262 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის რუპერტ კოლვილის განცხადებით, აპრილიდან მოყოლებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დროს დაღუპულთა რიცხვმა 5 ათას გადააჭარბა.

"შეიარაღებული მოქმედებების ესკალაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 086-ს მიაღწია. თუმცა ვშიშობთ, რომ დაღუპულთა რეალური ციფრი გაცილებით მეტია", - განაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე რუპერტ კოლვილმა.

აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ლიდერის განცხადებით, ისინი აღარ გააგრძელებენ უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა