სომხური მხარე აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის აღმოსავლეთით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხური მხარე აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის აღმოსავლეთით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წუხელ ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ-სამხრეთ მიმართულებით შეტევა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს. სომხური მხარის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის დანაკარგი არ არის, მოწინააღმდეგე მხარეს კი სამი ჯარისკაცი დაიღუპა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ წუხელ 320-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა