"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების შედეგად დაჯგუფების 6 000 მებრძოლი განადგურდა

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების შედეგად დაჯგუფების 6 000 მებრძოლი განადგურდა

კოალიციის მიერ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩატრებული ოპერაციების შედეგად დაჯგუფების 6 000 მებრძოლი განადგურდა, მათ შორის რამდენიმე ლიდერი. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ერაყში სტიუარტ ჯონსმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის სამხედრო ძალისხმევამ ტერორისტულ დაჯგუფებას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით, "ისლამურ სახელმწიფოს" 9-დან 18 ათასამდე მებრძოლი ჰყავს. თუმცა, "ისლამური სახელმწიფოსადმი" სხვა დაჯგუფებების თანადგომის გათვალისწინებით, მათი მებრძოლების რაოდენობა საერთო ჯამში 31 ათასს აღწევს. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილი კოალიცია, რომელსაც აშშ-ი ხელმძღანელობს, 21 ქვეყნისგან შედგება, მათ შორის არაბული ქვეყნებისგანაც.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა