რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მასალა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში ელექტროიმპულსების მეშვეობით მამაკაცებს საშუალება მიეცათ, გამოეცადათ სამშობიარო ტკივილები. ზოგიერთი მათგანი 5 წამსაც კი ვერ უძლებდა იმას, რასაც ქალები საათობით იტანენ(იხილეთ ვიდეო). გადავწყვიტეთ. ცნობილ მამებს, დიზაინერ ავთო ცვიტინიძეს და მსახიობ კოკო როინიშვილს მშობიარობაზე დასწრების საკითხზე გავსაუბრებოდით და დავინტერესდით იმითაც, გამოცდიდნენ თუ არა სამშობიარო ტკივილებს და ჩადგებოდნენ თუ არა მეუღლეების მდგომარეობაში..
ავთო ცქვიტინიძე: "კანონის, ბუნებისა და ღმერთის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს ადამიანი"
- როგორ ფიქრობთ, ქმარი უნდა დაესწროს ცოლის მშობიარობას?
- კი, აუცილებლად, მე დავესწარი. ესაა ყველაზე დიდი მხარდაჭერა მეორე ნახევრისთვის, ერთიანი ბედნიერების აღქმისთვის, ამ დროს მამაკაცი გვერდით უნდა დაუდგეს ქალს და რამდენადაც შესაძლებელია, ეს ტკივილი მასთან ერთად განიცადოს. თუ ქალს აქვს პრეტენზია და გამოკვეთილად ნეგატიური დამოკიდებულება მეუღლის მშობიარობაზე დასწრებასთან დაკავშირებით, მაშინ რასაკვირველია, შეიძლება აზრის გაზიარება, თუმცაღა მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერს ერთიანად უნდა იზიარებდნენ ოჯახის წერვები და ესეც არაა გამონაკლისი.
- ხშირად ამბობენ, მამაკაცებს დამოკიდებულბა ეცვლებათ ცოლების მიმართ, როცა მშობიარობას ესწრებიანო, უფრო მეტად მგრძნობიარენი ხდებიან მათ მიმართო...
- ადამიანები ინდივიდუალურები ვართ, ყველას სხვადასხვა ემოცია და აღქმა აქვს ერთსა და იმავე ფაქტზე, თუმცა კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში, ძალიან დიდი ემოციური ტალღა იყო და მაქსიმალურად გვერდით ვედექი ჩემს მეუღლეს. ერთად გავიზიარეთ ეს ბედნიერება. ვერავის ვერ ვურჩევ, დაესწროს საკუთარი შვილის დაბადებას და ვერც გავაკრიტიკებ, თუ ამას არ გააკეთებს, რადგან ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია.
- ჩინეთში საგანგებო აქცია ჩაატარეს - მამაკაცებს მისცეს საშუალება, გამოეცდათ ის ტკივილები, რასაც ქალი მშობიარობისას გრძნობს... თქვენ გამოსცდიდით ამ ტკივილს, დააყენებდით თავს თქვენი ცოლის ადგილას?
განაგრძეთ კითხვა