ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე 10 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე 10 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა გუშინ, საბერძნეთის ავიაგამანადგურებელ "ეფ-16"-ის ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე ჩამოვარდნის შედეგად. შემთხვევა მადრიდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 262 კილომეტრში მოხდა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია ორივე პილოტი. საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავი ესპანეთში ნატოს პილოტების კვალიფიკაციის ამაღლების ფარგლებში იმყოფებოდა. აფრენისას თვითმფრინავმა მართვა დაკარგა, რის შედეგადაც ანგარს დაეცა. სამხედრო-საჰაერო ბაზა პოლიციის მიერ იყო გარშემორტყმული. ადგილზე მაშველები და მეხანძრეები მუშაობდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა