"ბოევიკებმა" დასახლებულ პუნქტებს "გრადის" სისტემიდან გაუხსნეს ცეცხლი

"ბოევიკებმა" დასახლებულ პუნქტებს "გრადის" სისტემიდან გაუხსნეს ცეცხლი

აღმოსავლეთ უკრაინაში "ბოევიკები" უკრაინელი სამხედროების პოზიციების მიმართ იერშს არ წყვეტენ. "ბოევიკები არ წყვეტენ მიზანმიმართულ ცეცხლს დასახლებული პუნქტების მიმართულებით. გასული დღე-ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" "გრადის" სისტემიდან გაუხსნეს ცეცხლი სჩასტიესა და ნოვოტროიცკის დასახლებულ პუნქტებს", - განაცხადა ანტიტერორისტული ოპერაციის ცენტრის პრესსპიკერმა ლეონიდ მატიუხინმა. მისივე თქმით, დაძაბული ვითარება რჩება დებელცოვასა და სტანიცა ლუგანსკშიც, სადაც მთელი ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა