ვლადიმერ ჟირინოვსკიმ უკრაინის აგრესორ ქვეყნად აღიარება მოითხოვა

ვლადიმერ ჟირინოვსკიმ უკრაინის აგრესორ ქვეყნად აღიარება მოითხოვა

უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც რუსეთი ოფიციალურად აგრესორად აღიარა, რუსეთის დუმის დეპუტატი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოვიდა ინიციატივით, რუსეთმა უკრაინა ასევე, აგრესორად აღიაროს. ამის შესახებ "გაზეტა.რუ" იუწყება. "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები თავს მიიჩნევენ კიევისგან დამოუკიდებლებად და ნებისმიერი ძალისმიერი ზემოქმედება მათთვის კიევის მხრიდან განხორციელებული აგრესიაა", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა დონეცკელი მოლაშქრეების წინააღმდეგ აკრძალულ მძიმე შეიარაღებას იყენებს, "სამოქალაქო ომში კი მძიმე შეიარაღება არ გამოიყენება", - განაცხადა მან. უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინდელი გადაწყვეტილებით, რუსეთი აგრესორ ქვეყნად აღიარა, ხოლო თვითგამოცხადებული ე.წ. სახალხო რესპუბლიკები დონბასში - ტერორისტულ ორგანიზაციებად.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა