დათო ევგენიძეს ლექსის დასაწერად სექსი სჭირდება

დათო ევგენიძეს ლექსის დასაწერად სექსი სჭირდება

ცნობილ კომპოზიტორსა და პოეტ დათო ევგენიძეს ინტერვიუსთვის ''ბიბლუსის გალერეაში'', ჭავჭავაძის #7-ში შევხვდით, სადაც მყუდრო გარემოში, წიგნების გარემოცვაში, მის ახალ გამოცემაზე ვისაუბრეთ, რომელიც დღის სინათლეს ძალიან მალე იხილავს. 29 იანვარს 19 საათზე, სწორედ ამავე სივრცეში, თავად ავტორი წარმოგვიდგენს საკუთარი ლექსების კრებულს სახელად ''საქართველოს ფოსტა, უპასუხო წერილები''. ''ბიბლუსის გალერეის'' შესასვლელთან უკვე დადგმულია საფოსტო ყუთი #148, რომელშიც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ლექსის, წერილების ჩაგდება, რჩეული ლექსის ან წერილის ავტორი მი-იღებს ორ ბილეთს დათო ევგენიძის კონცერტზე დასასწრებად, ხოლო საუკეთესო ლექსი დაიბეჭდება პოეტის შემდეგ კრებულში. რასაკვირველია, ახალი წიგნის პრეზენტაცია არ ჩაივლის მუსიკალური გაფორმების გარეშეც. საღამოს მთავარი მხარდამჭერია ''საქართველოს ფოსტა'', სტუმრებს ღვინით გაუმასპინძლდება ''როიალ ბატონი - ღვინო ივერია''. პრეზენტაციის პარტნიორი კი გახლავთ ''ელვა.გე''. საღამოზე დასწრება თავისუფალია.

- როდის გამოიცემა თქვენი წიგნი?

- წიგნს ერთხელ ეძლევა სიცოცხლე, რომ შენ გარდა სხვამაც წაიკითხოს. კომპიუტერის შემოსვლის შემდეგ წერილებმა აზრი დაკარგა. ადამიანები მხოლოდ მეილებით ლაპარაკობენ. რამდენიმე ხნის წინ ფოსტის ყუთები დავაწყვე ერთ-ერთ სივრცეში, ფურცლები და კალმები და ყველას შეეძლო იმის დაწერა, რაც სურდა. ეს იყო პოსტმოდერნი, მე კი მედიუმი გახლდით. საკუთარი წერილებიც წავიკითხე და სხვებისაც, ეს წიგნი კი ამის გამოძახილია. მე ხომ დამრჩა იმ ადამიანების წერილები, როგორც წესიერ კაცს, მათი გამოქვეყნების უფლება არ მაქვს, შინ ვინახავ. სწერდნენ თავიანთ შეყვარებულებს, ''ნაშებს'', ძმაკაცებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება