ვალერი მელაძისა და ალინა ჯანაბაევას შვილის პირველი ფოტოები

ვალერი მელაძისა და ალინა ჯანაბაევას შვილის პირველი ფოტოები

ყველაზე პოპულარულმა ქართველმა რუსეთში, ვალერი მელაძემ ცოლთან განქორწინების შემდეგ, რომელიც მისი სამი შვილის დედაა, მალევე შექმნა ახალი ოჯახი. 48 წლის მომღერალმა აღიარა, რომ დიდი ხანია ჰქონდა რომანი ”ვია გრას” ყოფილ წევრთან, ალინა ჯანაბაევასთან, რომელმაც ცხრა წლის წინ ვაჟი, კონსტანტინე გაუჩინა, ნახევარი წლის წინ კი წყვილის მეორე შვილი მოევლინა ქვეყანას.

რამდენიმე დღის წინ ოჯახი ესპანეთიდან დაბრუნდა, სადაც საოჯახო არდადეგები გაატარეს. პირდაპირ აეროპორტიდან მთელი ოჯახი ახალ სახლში გაეშურა, რომლის შენებაც მელაძემ სამი წლის წინ დაიწყო.

პაპარაცებმა მოახერხეს ვარსკვლავური ოჯახის ობიექტივში გამოჭერა. ალინა, რომელმაც მეორე შვილის გამო კარიერა დაივიწყა, ძნელი საცნობია. მასში აღარსად ჩანს გლამურული სილამაზე, რომლითაც მაყურებელს დაამახსოვრა თავი.

595 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი მელაძემ ელიტარულ რაიონში 4 მილიონ დოლარად შეიძინა.

იხილეთ ფოტოგალერეა მომზადებულია nv-news.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება