უკრაინა რუსული ინტერნეტ-დომენის ბლოკირებას გეგმავს

უკრაინა რუსული ინტერნეტ-დომენის ბლოკირებას გეგმავს

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსანდრე ტურჩინოვი მოსახლეობას მოუწოდებს, არ გამოიყენონ რუსული ინტერნეტ-დომენი რუ. მისი თქმით, რუსეთის უშიშროების სამსახურს აქვს აღნიშნული ინტერნეტ-დომენის ვებგვერდების კონტროლის შესაძლებლობა. "მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავეთ რუსული ინტერნეტ-დომენის რესურსების გამოყენებისგან, ვინაიდან ამგვარად ჩვენს მტრებს მუშაობას გავუმარტივებთ", – განაცხადა ტურჩინოვმა "მეხუთე არხთან" საუბრისას. მისივე თქმით, უკრაინის უშიშროების საბჭომ ქვეყნის მთავრობას უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი რუსული ინტერნეტ-დომენის ბლოკირებასთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა