ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს 12 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. აფეთქება ელ-ბაბ ეშ-შარკის რაიონში ბაზრთან ახლოს ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა გააქტიურა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობა იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. თავდასხმები ბაღდადში გუშინაც განხორციელდა. 5 სხვადასხვა ადგილას მომხდარ აფეთქებას 21 ადამიანი შეეწირა.
"ინტერპრესნიუსი"
სიახლე!
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.