საერთაშორისო ორგანიზაცია "Transparency International"-ის მოსკოვის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

საერთაშორისო ორგანიზაცია "Transparency International"-ის მოსკოვის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

საერთაშორისო ორგანიზაციის "Transparency International"-ის მოსკოვის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციის, "აგორას" თავმჯდომარემ პაველ ჩიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩხრეკა პროკურატურის თანამშრომლებმა განახორციელეს. თავად საერთაშორისო ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოფისში მივიდნენ პროკურორები, რომლებმაც 2 თებერვლამდე ყველა სახის საბუთის გადაცემა მოითხოვეს. საუბარია საწესდებო საბუთებზე, დონორებთან მოლაპარაკებებზე, გასავლისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ დოკუმენტებზე და მედიით გაკეთებულ გამოსვლებსა თუ პუბლიკაციებზე. "მოგვთხოვეს რუსულ ენაზე იმ ანგარიშების გადაცემა, რომლებსაც გრანტის გამცემ ორგანიზაციებს ვაწვდით. მოგვთხოვეს, რომ ორშაბათამდე გადავთარგმნოთ 500 გვერდიანი ტექსტები", - აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა