რუსეთი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და სხვა ორგანოებში მუშაობას გააგრძელებს

რუსეთი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და სხვა ორგანოებში მუშაობას გააგრძელებს

რუსეთი გააგრძელებს მუშაობას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და სხვა ორგანოებში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.

"რუსეთის ფედერაცია აპირებს გააგრძელოს კონსტრუქციული მონაწილეობა მინისტრთა კომიტეტში, ასევე ევროსაბჭოს სხვა საკანონმდებლო ორგანოებში მუშაობა და რუსეთ-ევროსაბჭოს თანამშრომლობის აუცილებელი პროგრამების რეალიზაცია", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა. მისივე თქმით, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, რუსეთი ევროსაბჭოს ბიუჯეტის მთავარი გადამხდელია, რაც ევროსაბჭოს ფუნქციონირების გარანტიაა, მათ შორის კრიზისების პერიოდში.

28 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე PACE-მ რუსეთის დელეგაციას სანქციები აპრილამდე გაუხანგრძლივა. ამის პასუხად რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი 2015 წლის ბოლომდე ტოვებს ასამბლეას.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა